დავით შერაზადიშვილი ბოლნისის სიონში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღამის თევის მსახურებას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან და მერის მოვალეობის შემსრულებელ ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა მაღალყოვლად-უსამღვდელოესობა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
„გილოცავთ ქრისტესშობას!
შობა გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც რწმენის, იმედის, სიკეთისა და სიყვარულის სიმბოლოა.
გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულს, წინსვლასა და უფლის წყალობას “- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.