სასტუმრო Carpe Diem-ის გენერალური დირექტორი: საკმაოდ კარგი სეზონია – ჩვენი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან

“საკმაოდ კარგი სეზონია, ზრდა არის ყველა მიმართულებით”, – ამის შესახებ გუდაურში მდებარე სასტუმრო Carpe Diem-ის გენერალური დირექტორი ილია ბარბაქაძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ არასტაბილურობას Hotel Carpe Diem Gudauri-ის ჯავშნებზე გავლენა არ მოუხდენია.

„პოსტ კოვიდურ პერიოდთან შედარებით სტუმრების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. რომ გითხრათ კოვიდ-პანდემიის შემდეგ ასეთი დატვირთულობა გუდაურში არ ყოფილა და ჩვენი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. პირადად ჩემი პარტნიორები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან არიან, ისრაელიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან და სხვა. გვყავს ადგილობრივი სტუმრებიც გვყავს. ერთიანი შეფასება, რომ გავაკეთოთ საკმაოდ კარგი სეზონია, ზრდა არის ყველა მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ სტაბილური პარტნიორები გვყავს და მათი ჯავშნები ძალაში დარჩა. დეკემბრის მეორე ნახევრიდან უკვე მივიღეთ სტუმრები და მარტის ბოლომდე ასე უწყვეტ რეჟიმში მოვემსახურებით. ცვლილება არაფერს არ შეხებია“, – განმარტავს ილია ბარბაქაძე.

Hotel Carpe Diem Gudauri გენერალური დირექტორის თქმით, სასტუმროს დატვირთულობა მაღალია. მაგალითისთვის, თებერვლის დატვირთულობა 70%-ს უკვე გადასცდა. Hotel Carpe Diem Gudauri 2011 წელს გაიხსნა და ის 70 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. Carpe Diem-ს ერთდროულად 120-დან 150-მდე სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები