“ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს – შედარებით უკეთესია ვიდრე გასული წელი” – Noel Hotel Bakuriani

თებერვალში საკმაოდ მაღალი სეზონი იქნება, როგორც წესი თებერვალი საკმაოდ დატვირთულია, – აცხადებს Noel Hotel Bakuriani-ს მფლობელი ნანა იმედაშვილი.

მისი თქმით, დეკემბრის მერე ნახევარი და იანვრის პირველი ნახევარი ბაკურიანისთვის საკმაოდ მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა.

„ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. შედარებით უკეთესია ვიდრე გასული წელი. ამ სეზონისთვის თითქმის მთელი ბაკურიანი 100%-ით იყო დატვირთული. ხალხი მირეკავდა და ადგილები აღარ მქონდა. თუმცა მარტო ჩემთან არა, ყველა სასტუმრო ასე იყო“, – განმარტავს Noel Hotel Bakuriani-ს მფლობელი.

Noel Hotel Bakuriani 30 ნომრიანი სასტუმროა, რომელსაც ერთდროულად 80-მდე სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმრო ძირითადად ჯგუფებზე მუშაობს და მისი სტუმრების უმეტესობა ქართველები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები