1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8158 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8158 ლარი ეღირება, ევრო – 2.8955 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8138 ლარი ღირდა, ევრო – 2.9292 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 იანვარს ამოქმედდება.