ჩეხმა დეპუტატმა ცხენების სადგომთან პიროტექნიკის გამოყენებისთვის ბოდიში მოიხადა
ჩეხეთის პარლამენტის წევრმა ოპოზიციური პარტია ANO-დან, ჰუბერტ ლანგმა ახალი წლის ღამეს მშობლიურ სოფელში, ცხენების თავლის სიახლოვეს ფოიერვერკის გასროლის გამო ბოდიში მოიხადა.
თავლის მეპატრონემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატის მიერ ნასროლი ფოიერვერკით გამოწვეულმა ხმაურმა ცხოველები დააფრთხო.
ერთი დღის შემდეგ ჩეხმა დეპუტატმა ბოდიში მოიხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სოფელში ფოიერვერკი აკრძალული არ არის, უნდა მივმხვდარიყავი, რომ ორ სახლს იქით თავლა იყო და ცხენებს შეეშინდებოდათ. ქალბატონს პირადად მოვუხადე ბოდიში, დავაზუსტეთ სინამდვილეში რა მოხდა“, – წერს ლანგი Facebook-ზე.