ბათუმში გაფიცული მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
ბათუმის მუნიციპალული ავტობუსების მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. უკვე მეოთხე დღეა რაც შპს ბათუმის ავტოტრასპორტის 300- მდე მძღოლი გაფიცულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები კომპანიის ხელმძღვანელის გადადგომას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. გუშინ საღამოს ქალაქის საკრებულოში პროვკავშირებისა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ორშაბათს კომისია შეიქმნება, რომელიც მძღოლების მოთხოვნების საფუძვლიანობას შეისწავლის.