“საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა 2030 წელს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში წევრობისთვის” – შალვა პაპუაშვილი
“საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა 2030 წელს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში წევრობისთვის. რამდენად დაინახავს და ობიექტურად შეაფასებს ამას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა, ეს ჩვენს ხელში არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიკერძოებაც არ არის უცხო ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ელიტაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მაშინ, როცა ჩვენი კარი ევროპისთვის ჩარაზული იყო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, როცა არანაირი პერსპექტივაც კი არ ჩანდა ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, მოწინავე ქვეყანა ვართ მისი შესრულებისა და ქვეყნის დაახლოებისა ევროპულ სამართლებრივ თუ ინსტიტუციურ სივრცეში. მე ასევე შეგახსენებთ, ყველა კვლევით, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშითაც, საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც. საქართველო უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, არამედ ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც. ასე რომ, საქართველოს თავის გზას ევროპისკენ აგრძელებს. 2028 წლამდე ასოცირების 90 პროცენტი გვექნება შესრულებული და 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე უფრო მომზადებული ქვეყანა. 2030 წელს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა 2030 წელს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში წევრობისთვის. რამდენად დაინახავს და ობიექტურად შეაფასებს ამას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა, ეს ჩვენს ხელში არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიკერძოებაც არ არის ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ელიტაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.