“მართლაც რომ სანქციები დავაწესოთ, მაშინ ეს ადამიანები რას იტყვიან, როდესაც მთლიანად ჩამოეშლებათ თავიანთი ბიზნესი? აი, მაშინ კი ნამდვილად გამოვლენ და ექნებათ პროტესტი და პრეტენზია” – გორდულაძე
“მართლაც რომ სანქციები დავაწესოთ, მაშინ ეს ადამიანები რას იტყვიან, როდესაც მთლიანად ჩამოეშლებათ თავიანთი ბიზნესი?”, – ამის შესახებ, რუსეთში მოვაჭრე ბიზნესების შესახებ საუბრისას, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
„დავივიწყოთ საერთოდ ქართველი ხალხის ინტერესი და მართლაც რომ სანქციები დავაწესოთ, მაშინ ეს ადამიანები რას იტყვიან, როდესაც მთლიანად ჩამოეშლებათ თავიანთი ბიზნესი? აი, მაშინ კი ნამდვილად გამოვლენ და ექნებათ პროტესტი და პრეტენზია, აი, მაშინ, როდესაც მათ ჯიბეებს შეეხება. ახლა, როდესაც მათ ჯიბეებზე გავლენას არაფერი ახდენს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან განსხვავებით არც მოელიან, როდესაც ერთი გადაბრუნებული სიტყვისთვისაც კი ალბათ, სველ წერტილსაც რომ არ დატოვებდნენ მათი ბიზნესებისგან, ახლა თავი ქუდში აქვთ, მშვიდად და წყნარად არიან და ტრენდს აყოლილები მშვენივრად ამბობენ ყველაფერ იმას, რაც რაც სიცრუეა”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.