„გვაკრიტიკებენ იმის გამო, თუ რატომ ატარებს „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით” – ლევან მაჭავარიანი

„გვაკრიტიკებენ იმის გამო, თუ რატომ ატარებს „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

“ან რატომ მაკრიტიკებ, თუ ამაზე მაკრიტიკებ, რა მორალური უფლება გაგაჩნია, რომ რუსეთთან ასე მსხვილად ივაჭრო? ეს ხომ პირდაპირ შენს პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს. „კოკა-კოლადან“ დაწყებული „პეესპეთი“ დამთავრებული – მსხვილ კომპანიებზე მაქვს საუბარი. მათივე თანამშრომლებსაც გაუჩნდებათ პროტესტი თავიანთი ხელმძღვანელების მიმართ“, – განაცხადა  მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები