გიორგი გამსახურდია – აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: დასანქცირებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იმიტომ, რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია, ქვეყანა “ნაცებივით” რუსებს არ ჩააბარა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“დასანქცირებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იმიტომ რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია. ქვეყანა ნაცებივით რუსებს არ ჩააბარა და მიყიდა, იმიტომ რომ ყველა ევროპული სიკეთე, დღეს რაც გვაბადია, მისი მენეჯმენტის პირობებში, პრაგმატულად და მშვიდობიანად მივიღეთ. მოკლედ, პატრიოტიზმისათვის გასცეს ეს პასუხი. წავა ჯო პენსიაზე და სამართლიანი კაცი, 20 იანვრიდან აღადგენს სამართლიანობას”, – წერს გიორგი გამსახურდია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები