პაატა იმნაძე გრიპისგან თავის დასაცავად მოქალაქეებს ნიორის მირთმევას ურჩევს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით სიტუაციის გართულებას არ ელოდება,- ამის შესახებ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იმნაძის თქმით, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა განსახორციელებელი პრევენციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავადმყოფი უნდა მოერიდოს თავშეყრის ადგილებში სიარულს. ასევე იმნაძემ მოქალაქეებს მიმართა, რომ მიირთვან ნიორი და ხელები ხშირად დაიბანონ.
“ჩვეულებრივი ზამთარია, ტრიალებს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსები”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, გრიპის ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე დიაბეტით, ფილტვების, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისა და მოხუცებისათვის. პაატა იმნაძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული 87 შემთხვევიდან, 82 A ტიპის H3N2 ვირუსია, ორ შემთხვევაში დადასტურდა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, H1N1, ხოლო ორი B ტიპის ვირუსი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები