დავით მათიკაშვილი ოპოზიციის საბიუჯეტო დაფინანსებაზე: ყველა ის პარტია, რომელმაც ეს ბენეფიტი მიიღო, ერთმნიშვნელოვნად აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას

„პუფიზაცია“ გახსოვთ თქვენ რადიკალების, როგორ დაეწყვნენ მწყობრად და შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ მანამდე მჯიღს ირტყამდნენ და იმეორებდნენ, რომ მათთვის პარლამენტი მიუსვლელი ადგილი იყო. აი ამ მიუსვლელ ადგილას კიდევ მოვლენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ხელის მოთბობა უნდათ, მაგრამ რაღაც ვითომ პრინციპულ საკითხებზე სინამდვილეში მათი დესტრუქციული პარტიული მიზნები, რომ არის იმაზე წამოსვლას ერიდებიან, მაგრამ ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა და რომელიც პირდაპირ გულისხმობს არჩევნების შემდგომ ბარიერგადალახული პარტიის მიერ იმ ბენეფიტის მიღებას ბიუჯეტიდან, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ამას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყველა ის პარტია, რომელმაც ეს ბენეფიტი მიიღო ან ის პარტია, რომელმაც მაგალითად, თავისი კანდიდატურა წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გამოიყენა ეს კვოტა, ყველა ეს პარტია ბუნებრივია, რომ ერთმნიშვნელოვნად აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და აქ რაღაც ზედმეტი კითხვის დასმა უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს თითოეული აი ამ პარტიის წარმომადგენელს. „პუფიზაცია“ გახსოვთ თქვენ რადიკალების, როგორ დაეწყვნენ მწყობრად და შევიდნენ პარლამენტში, ოღონდ მანამდე ისინი ყველა ერთიმეორეზე უფრო მეტი სიმკაცრით მჯიღს ირტყამდნენ და იმეორებდნენ, რომ მათთვის პარლამენტი მიუსვლელი ადგილი იყო. აი ამ მიუსვლელ ადგილას კიდევ მოვლენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები