ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენების საზეიმო მიღება გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენების საზეიმო მიღება გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები და მწვრთნელები.
,,2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონმა პარა მკლავჭიდში ვახტანგ ახობაძემ.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიურ სახეობაში გახდა ძალოსანი შოთა მიშველიძე, წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში- ბეთქილ ონიანი (მკლავჭიდი ), წლის საუკეთესო პარაოლიმპიელი – რევაზ თევდორაძე( პარა მკლავჭიდი), წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ნანა ხორავა (ძალოსნობა ), წლის ახალგაზრდა სპორტსმენი- ზაზა ლომთაძე ( ძალოსნობა), წლის საუკეთესო ქალთა გუნდი – ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები, წლის საუკეთესო მწვრთნელი- ირაკლი გამთენაძე, წლის საუკეთესო სპორტული სკოლა – ქუთაისის ომარ ფხაკაძის სახელობის მე-12 კომპლექსური სპორტული სკოლა, წლის საუკეთესო კლუბები – რაგბის კლუბი “აია” და საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ .
წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული ასე გამოიყურება:
სანდრო ბაზაძე-ფარიკაობა, საბა ქარდავა- ძიუდო, ავთანდილ თუთბერიძე-მკლავჭიდი, გურამ გიორბელიძე –ძალოსნობა, მიხეილ ბაბუნაშვილი–მორაგბე, გიორგი სულაბერიძე —კალათბურთი, ზურა წიქორაძე–სუმო, შოთა გოგობერიშვილი–უძლიერესი მამაკაცი, თორნიკე ლომთაძე-ძალოსნობა , დავით მხეცაძე–კრივი.
იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ჯილდო- ოლიმპიური სპორტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, წლის საუკეთესო მუნიციპალიტეტად აღიარებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა.
წლის საუკეთესო სპორტსმენების საზეიმო მიღების ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.