რობერტ ფიცო: სლოვაკეთი განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარებას, როგორიცაა სარეზერვო ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერება

FILE PHOTO: Slovakia's Prime Minister Robert Fico speaks during a press conference with German Chancellor Olaf Scholz in Berlin, Germany, January 24, 2024. REUTERS/Nadja Wohlleben/File Photo

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარებას, როგორიცაა სარეზერვო ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერება, თუ კიევი შეაჩერებს რუსული გაზის ტრანზიტს სლოვაკეთში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ფიცოს თქმით, უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეჩერება ევროკავშირსა და მის კონკურენტუნარიანობას დაარტყამს.

„1-ელი იანვრის შემდეგ ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობებს. თუ ეს გარდაუვალია, ჩვენ შევაჩერებთ ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელიც უკრაინას სჭირდება ქსელის გათიშვის დროს. ან ჩვენ შევთანხმდებით განსხვავებულ მოქმედებებზე“, – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები