გიორგი ცუცქირიძე – ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე: მთელი მათი რიტორიკა და დაპირებები არჩევნების არ აღიარებაზე ბლეფი რომ იყო, რად უნდოდა ამას დიდი მიხვედრილობა?
მთელი მათი რიტორიკა და დაპირებები, არჩევნების არ აღიარებაზე, ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე, მათ შორის კოალიციურ თუ ტექნიკურ მთავრობაზე, მორიგი ცრუ მოლოდინები და ბლეფი რომ იყო რად უნდოდა ამას დიდი მიხვედრილობა? – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება
მისი თქმით, ამ საპროტესტო გამოსვლებმა თუ რამე კარგი მოიტანა არის ის, რომ ამ პოლიტიკური თაღლითების ისტორიულ სანაგვეზე ჩარეცხვა ხანმოკლე დროის ამბავად აქცია.
„სახელმწიფოებრივი ხედვისაგან მთლიანად აცდენილი, საშოვარზე გამოსული და მართლა ცალ ფეხზე მოხტუნავე ოპოზიციად წოდებული ეს ჯგუფები მთლიანად რომ არიან დაცლილი პატრიოტიზმისაგან და ნებელობისაგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მთელი მათი რიტორიკა და დაპირებები, არჩევნების არ აღიარებაზე, ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე, მათ შორის კოალიციურ თუ ტექნიკურ მთავრობაზე, უკვე საპრეზიდენტო ვადის საათებდათვლილი ქალბატონის დაპირებებით, მორიგი ცრუ მოლოდინები და ბლეფი რომ იყო რად უნდოდა ამას დიდი მიხვედრილობა. მე მათი მხარდამჭერი ელექტორატის გულუბრყვილობისა უფრო მიკვირს. რა იგივე არ გააკეთეს და არ „გადააგდეს“ ამომრჩეველი 2020 წელსაც ან რატომ ეგონათ, რომ პირობითად შარლ მიშელ 2-ს არ გაიმეორებდნენ!
ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში ვწერდი, რომ არც სიებს ჩახსნიდნენ, დაფინანსებაზეც უარს არ იტყოდნენ, ხოლო პირველივე შანსისას ერთმანეთსაც გადაასწრებდნენ პარლამენტში შესასვლელად. ერთადერთი, რამაც მათი ეს ცნობილი ცუნდრუკი გადაავადა, საპროტესტო გამოსვლების შედარებითი ხანგრძლივობა იყო და რასაც დარწმუნებული ვარ, თავადაც არ მოელოდნენ!
პოლიტიკურ პარტიას თუ ის მართლა პოლიტიკური ორგანიზაციაა, დაფინანსებაც სჭირდება და საპარლამენტო ტრიბუნაც, არ სჭირდება ამას დიდი მტკიცება, მაგრამ როდესაც წინასწარ ქმნი ცრუ მოლოდინებს და ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, სხვა კი არაფერი.
იგივე უნდა ითქვას ამ პოლიტიკურ კლასთან თანაშეზრდილ და გაფიცულ ბიზნეს ელიტაზეც ევროპულ ინტეგრაციაზე რომ აქვთ დიდი პრეტენზიები. დღემდე არა თუ რუსულ ბაზარზე აქვთ ბიზნეს პრიორიტეტები აგებული, დარწმუნებული იყავით, ორი ბულდოზერითაც კი ვერ დაძრავთ სხვა ბაზრებისაკენ! ესენი არ არიან, ლარის ნებისმიერი რყევისას, ფასებს მყისიერად რომ მაღლა წევენ და დასტაბილურებისას უკან აღარ აბრუნებენ, თუ 50 % და 100 %-იანი მომგებიანობის მარჟებით არ ვაჭრობენ, მერე მაღალ რისკებს რომ აბრალებენ?
ამ საპროტესტო გამოსვლებმა თუ რამე კარგი მოიტანა, ამ პოლიტიკური თაღლითების ისტორიულ სანაგვეზე ჩარეცხვა ხანმოკლე დროის ამბავად აქცია!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.