მეტროსადგურ “პოლიტექნიკურში” ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
მეტროსადგურ “პოლიტექნიკურში” ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ცხედარი მოქალაქეებმა აღმოაჩინეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.
გარდაცვალების მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.
საქმეზე დაწყებულია მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.