“საქართველოსთან დაკავშირებით ჯო უილსონის განცხადება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ” – კირცხალია

“საქართველოსთან დაკავშირებით ჯო უილსონის განცხადება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ და რასაც კონკრეტულმა ლობისტურმა ჯგუფებმა აშშ-სა და ევროპაში მიგვაჩვიეს როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი კანონი ბევრად უფრო მკაცრი და კაბალურია, რაც დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან.

„აშშ-ში მოქმედი ბევრად უფრო მკაცრი და კაბალური კანონით, რაც დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან, დოკუმენტალურად ამოვიკითხეთ, რომ ეს განცხადებებები გაჟღენთილია ლობისტური სულისკვეთებით – არა მარტო უილსონისგან, არამედ სხვა მისი კოლეგებისგან როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. როგორც ევროკავშირის რეზოლუციები იყო ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი, იგივე განცხადებაა ესეც. განცხადება, რომელიც მკაფიოდ ლობისტურია და არ შეესაბამება რეალობას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა: “ჩინეთისა და ირანის მოყვარული, აშშ-ის მოძულე ივანიშვილი ცდილობს, საქართველო დემოკრატიიდან დიქტატურად აქციოს, თუ ეს მოხდება, აშშ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და შევწყვიტოთ საქართველოს დაფინანსება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები