ლევან მაჭავარიანი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე მომღერლების ბულინგზე: უნდა ჩაუშხამონ საქართველოს ახალი წელი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე მომღერლების მიმართ მიმდინარე ბულინგს გამოეხმაურა.

„ასეთი ფაშიზმი ხორციელდება ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე, რომელიც არ იზიარებს ამ ფსევდოლიბერალების პოზიციას, არ იზიარებს რადიკალური ოპოზიციური პარტიის მესიჯბოქსს და ნარატივს. ახლა მომღერლებზე არიან გადასულები იმიტომ, რომ უნდა ჩაუშხამონ საქართველოს ახალი წელი, როგორც მათ მოახდინეს ხომ ფაქტობრივად რუსთაველზე ოკუპირებული აქვთ ნაძვის ხე, ბავშვებს არ უშვებენ და ისეთ მშობლებს ვერ მოჰყავთ ბავშვები, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ პოლიტიკურ პოზიციებს. პირდაპირ ოკუპირებული აქვთ და ესეც, რა თქმა უნდა, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოვლინებაა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები