ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით აუკრძალა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით, 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ამასთან, ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით აეკრძალა.

ცნობისთვის, ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები