“ამერიკაში პოლიტიკოსთა წრეა, რომლის მიზანია, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს დისკრედიტაცია და ზეწოლის მოხდენა” – ქადაგიშვილი

“ამერიკაში პოლიტიკოსთა წრეა, რომლის მიზანია, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს დისკრედიტაცია და ზეწოლის მოხდენა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადმინისტრაციაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “მათ ეს დაუოკებელი სურვილი აქვთ და, ხშირ შემთხვევაში, ეს სურვილი მათი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს”.

„ჩვენ გარკვეული კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს და ამას უფრო მეტად „ფარას“ დოკუმენტებიდან შევიტყობთ, საიდან მოდის უილსონის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა ტრამპზე საუბრისას აღნიშნა, ის ფასეულობები, რაზეც ტრამპი საუბრობს და გატარებას აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და გატარებულ პოლიტიკასთან.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის ფასეულობებია, რის გარშემოც საუბრობდა და იბრძოდა „ქართული ოცნება“. ანალოგიურ პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციებს ტრამპი ახმოვანებს. ამიტომ საუბარია ამ ფასეულობათა დამთხვევაზე და არა იმაზე, რომ ტრამპი საქართველოსთვის მოწოდებულია განსაკუთრებული დაახლოებისკენ ან საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ. ის ფასეულობები, რაზეც ტრამპი საუბრობს და გატარებას აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და გატარებულ პოლიტიკასთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები