“ოპოზიციას არ აქვს რეალური გამაერთიანებელი, გარდა იმისა, რომ არჩევნების წინ დროებითი კოორდინაცია ჰქონდათ, რათა რამენაირად ხელში ხელისუფლება ჩაეგდოთ” – ქადაგიშვილი
“ოპოზიციას არ აქვს რეალური გამაერთიანებელი, გარდა იმისა, რომ არჩევნების წინ დროებითი კოორდინაცია ჰქონდათ, რათა რამენაირად ხელში ხელისუფლება ჩაეგდოთ. ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ არც რევოლუცია და მაიდანი. ახლა ოპოზიციის შიგნით ურთიერთდაპირისპირებას და ურთიერთბრალდებებს ვხედავთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაფინანსებას როცა იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შედეგებს აღიარებ, რაც არჩევნების შემდეგ ოფიციალურად დადგა.
“ეს ქვეყანა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოა. ძნელია, რომ ოპოზიციამ მათი ავანტიურისტული დღის წესრიგი ცხოვრებაში დიდი ხანი შეინარჩუნოს და გაატაროს, რადგან სამართლიან სახელმწიფოში სამართლიანი რეგულაციებია, რაც გაიძულებს, რომ სამართალს დაემორჩილო, ან უსისტემო მოძრაობად იქცევი. გვარამიას და მის ოთხეულს სხვა მიზნები აქვთ. მათი მიზანი იყო – გამარჯვება, ან არაფერი. არ არის გამორიცხული, რომ გვარამია დისტანცირდეს პოლიტიკისგან და სხვაგან გააგრძელოს საქმიანობა. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციას არ გააჩნია რეალური გამაერთიანებელი გარდა იმისა, რომ არჩევნების წინ დროებითი კოორდინაცია ჰქონდათ, რათა რამენაირად ხელში ხელისუფლება ჩაეგდოთ. ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ არც რევოლუცია და მაიდანი. ახლა ოპოზიციის შიგნით ურთიერთდაპირისპირებას და ურთიერთბრალდებებს ვხედავთ. შეიძლება, ხაზარაძე-ჯაფარაძისთვის ხელფასი მნიშვნელოვან თანხას არ წარმოადგენდეს, რადგან მათ სხვა კაპიტალი გააჩნიათ, მაგრამ ანა წითლიძემ თქვა, რომ თვეში 88 ათასი ცოტა არ არისო. ვინც ბიზნესით არ არის დაკავებული, მათთვის ხელფასი ცხოვრების ერთადერთი წყაროა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.