გურამ მაჭარაშვილი – ვინ რას იტყვის ტრამპის ადმინისტრაციაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ჩვენსა და აშშ-ს შორის
ვინ რას იტყვის, ეს იქნება მომავალი თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სხვა პირი ტრამპის ადმინისტრაციაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ჩვენსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მავანს თუ უხარია საქართველოს საწინააღმდეგოდ რაიმე ნეგატივის თქმა, იმის მანიშნებელია, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებს.
„არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ტრამპის პოლიტიკა არის – ოჯახური ღირებულებების გატარება, უკრაინაში მშვიდობის გატარება. მისი პოლიტიკა სწორედ ანტიტრანსგენდერულ მიმართულებას ეფუძნება.
ვინ რას იტყვის, ეს იქნება სამომავლო თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სხვა პირი ტრამპის ადმინისტრაციაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ჩვენსა და აშშ-ს შორის.
ჩვენ მზად ვიყავით და ვიქნებით აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ის, რომ მავანს უხარია რაიმე ნეგატივის თქმა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ეს ხალხი ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ქართულ პოლიტიკას გავატარებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.