“როიტერი” – ბაქო რუსეთისგან აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებას ელის

“როიტერი” ესაუბრა ოთხ ანონიმურ წყაროს, რომლებმაც ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გამოძიების წინასწარი შედეგები იციან. წყაროები იმეორებენ ვერსიას, რომ რეისი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტის მოქმედების შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ “როიტერი” წერს.

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა წყარომ თქვა, რომ, გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავი Pantsir-S-ის სისტემის რაკეტამ დააზიანა. რეისის კომუნიკაციების პარალიზება კი ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით მოხდა, როცა ის გროზნოს უახლოვდებოდა.

“არავინ ირწმუნება, რომ ეს განზრახ გააკეთეს. თუმცა, დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ბაქო რუსული მხარისგან ელის აღიარებას, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს”, – თქვა წყარომ.

„გამოძიების დასკვნამდე ჰიპოთეზების აგება არასწორია“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ტრაგედიის მიზეზის დადგენამდე, აზერბაიჯანმა გროზნოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები