სათნოების სახლის 5 ბინადარს H3N2 ვირუსი დაუდგინდა
სამტრედიის სათნოების სახლის ხუთ ბენეფიციარს A ტიპის H3N2 ვირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის ინფორმაციით, სათნოების სახლის ერთ თანამშრომელსაც სწორედ H3N2 ვირუსი დაუდგინდა, ხოლო სამ ბენეფიციარს სურდოს ვირუსი აღმოაჩნდა. მისივე თქმით, მოხუცებულთა თავშესაფარში უმძიმესი კონტინგენტია, ყველა მათგანს მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს. როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, გარდაცვლილ ბენეფიციარებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სათნოების სახლში 5 ბენეფიციარი გარდაიცვალა, ხოლო თავშესაფრის ცხრა მცხოვრები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.