რატი იონათამიშვილი: კარგად ვიცით, რომ რადიკალების ბიბლიაცა და კონსტიტუციაც კანვასის ტრენინგების მოდულებია, აკერმანის სახელმძღვანელოები და მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშები

“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ რადიკალური ჯგუფების ბიბლიაცა და კონსტიტუციაც ეს არის კანვასის ტრენინგების მოდულები, აკერმანის სახელმძღვანელოები და მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშები”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სულ უფრო მძიმე სიტუაციაში იყენებს თავს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ რადიკალური ჯგუფების ბიბლიაცა და კონსტიტუციაც ეს არის კანვასის ტრენინგების მოდულები, აკერმანის სახელმძღვანელოები და მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშები. ანუ, ეს ადამიანების დადიან იმ წრეზე, რასაც ჰქვია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშიდან აკერმანის სახელმძღვანელოებამდე. ამ ტრიალში ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სინამდვილეში სულ უფრო და უფრო მძიმე სიტუაციაში იყენებენ თავს. ამ სცენარების გადმოტანა ქართულ რეალობაში, როგორი მცდელობებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, არა და ვერ განხორციელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ მართლაც ასეთი შრომით მოტანილი მშვიდობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია და განვითარების ის ტემპები, რაც არის, მათ შევალახვინოთ. ეს არ მოხდება! თავად მოუწევთ ამ პროცესების საკუთარ რიგებში ხილვა და ქვეყანაში ამას ვერ ეღირსებიან.

უბრალოდ, როგორც აწყობთ მათი გადასახედიდან, ისე ჭრიან და კერავენ ყველაფერს. დღეს სურთ, რომ მას დააჯერონ, რომ იგია მათი ლიდერი. ეცდებიან, რომ დააჯერონ, რადგან ბოლომდე გამოიყენონ რადიკალური სცენარის განხორციელებისთვის და სხვა არაფრისთვის. სხვა მიზანი მათ არც გააჩნიათ. სინამდვილეში ხომ ეს ადამიანები ოპოზიციაში არასდროს ყოფილან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები