გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის როლი რევოლუციურ გეგმაში საკმაოდ გამოკვეთილია
“ზურაბიშვილი პრაქტიკულად ერთადერთია, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია სადისტური რეჟიმის რეალიზაციაში, მისი მიზანია, ახალგაზრდებს თავი მოაწონოს 2012 წლამდე უმწიკვლობით’’, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ “პირველ არხს” განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს განსაკუთრებული როლი აქვს.
„სალომე ზურაბიშვილის როლი რევოლუციურ გეგმაში საკმაოდ გამოკვეთილია, მან უნდა ჩაანაცვლოს დისკრედიტირებული პარტიები და კონკრეტული პირები, ვისაც ბრალი მიუძღვის საქართველოს მოქალაქეების წინაშე სისხლის ღვრასა და ადამიანების წამებაში.
სალომე ზურაბიშვილს განსაკუთრებული როლი აქვს. მან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ახალგაზრდებს უნდა დაავიწყოს, რომ ქვეყანა სადისტური რეჟიმის მიერ იმართებოდა. პრაქტიკულად, ის ერთადერთია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომელსაც საქართველოში მონაწილეობა არ მიუღია სადისტური რეჟიმის რეალიზაციის პროცესში, არავინ უწამებია, უკანონო ბრძანებები არ გაუცია და მის სახელს ქვეყნის ტერიტორიების და სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის ჩაბარება არ უკავშირდება. ზურაბიშვილის მიზანია, ახალგაზრდებს თავი მოაწონოს საკუთარი უმწიკვლობით 2012 წლამდე პერიოდში. ზურაბიშვილის ეს როლი „ნაცმოძრაობის“ სტაჟიანი ლიდერებისთვის მისაღები არ არის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.