დავით მათიკაშვილი: ძალიან მალე სხვა ეტაპზე გადავალთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში

„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან უნდა ამოვიდეთ. თუ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოსახლეობის და ერის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ასეთი არჩევანი დგება და მოსახლეობა კონკრეტულ ნაბიჯს დგამს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ის მოცემულობა მივიღოთ, რაც ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებობს. ეს არის ის პოზიცია, რომელზეც უნდა იდგეს ევროკავშირი. სამწუხაროდ ცალკეული ჩინოსნების მხრიდან ჩვენ ასეთ პოზიციას ვერ ვხედავთ დღეს, რაც სამწუხაროა. თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ხედვებიც და ეს მიდგომებიც გადაიხედება. ჩვენ ძალიან მალე სხვა ეტაპზე გადავალთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, ვიდრე ეს დღეს არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ საქართველოში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს. მისივე თქმით, ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები