ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა
ფინეთსა და ესტონეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი Estlink 2, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, გაწყდა.
კაბელის მეშვეობით ფინეთიდან 650 მეგავატის სიმძლავრის დენი მიეწოდებოდა ესტონეთს. კაბელი ფინურ კომპანია Fingrid-ის ეკუთვნის. როგორც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, მომხდარი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაზე გავლენას არ იქონიებს.
მედიის ცნობით, Fingrid-ში დივერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ინციდენტის მიზეზები ჯერ კიდევ გასარკვევია. კაბელის გაწყვეტის ადგილას შენიშნეს ჰონკონგის დროშისა და კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი.
მომხდარს ფინეთის პოლიცია იძიებს.