შალვა პაპუაშვილი: ნიკა გვარამია მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის

“ნიკა გვარამია მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის” – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მოქმედ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.

პაპუაშვილის თქმით, 29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი.

„მე მგონი, ნიკა გვარამია მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის. რამდენჯერ არის, რომ გამოდის, იტყვის დიდ სისულელეს და ვხედავთ, რომ ამ სისულელეს მგონი, საბოლოო ჯამში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს. ასე, რომ რა გითხრათ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი ტყუილად დროს დავკარგავთ, მაგრამ ფაქტი მარტივია და სახეზეა.

29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ეს ზიანი იყოს აღმოფხვრილი და ამ ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში. ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები