სირიაში ნაძვის ხის დაწვის გამო საპროტესტო აქციები იმართება
სირიაში ნაძვის ხის დაწვის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რის გამოც ახალ ისლამისტურ ხელისუფლებას უმცირესობების დასაცავად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ისლამისტურ დაჯგუფებაში (HTS), რომელიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა, აცხადებენ, რომ ნაძვის ხის დაწვაზე პასუხისმგებელი პირები უცხოელი მებრძოლები იყვნენ და ისინი უკვე დაკავებულები არიან.
HTS-ის წარმომადგენლები ხალხს სირიაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლების დაცვას დაჰპირდნენ.
„ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას ქრისტიანებისთვის, თუ ჩვენს ქვეყანაში არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი რელიგიის მიხედვით, მაშინ ეს ჩვენი ქვეყანა აღარ არის“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.