“სცენარი, რომლითაც მიდიან ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, წინასწარ იყო გათვლილი” – ვახტანგ ჩოჩია
“სცენარი, რომლითაც მიდიან ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, წინასწარ იყო გათვლილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.
“ვნახეთ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გეგმები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად იყო ყველაფერი გაწერილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სცენარი, რომლითაც მიდიან ოპოზიცია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასწარ იყო გათვლილი. შესაბამისად, ეს პირველ რიგში მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საზოგადოებას ატყუებენ და ცდილობენ, რომ საკუთარ გაწერილ სცენარში ჩაითრიონ ქართული საზოგადოება. მეორე მხრივ მიუღებელია იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი და ისინი ცდილობენ, რომ ასე მავნებლურად ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში”, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.