სალომე ზურაბიშვილი: ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები, უფრო ღრმა კრიზისში და ჩიხში შევალთ

“მინდა, გადმოგცეთ ის, რაც ევროპარლამენტში ჩემი მიმართვის შედეგი იყო, ეს არის ევროპარლამენტარებისგან უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები, ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში და ჩიხში შევა.

„ყველას კარგად ესმის, მგონი, ბევრი არაფერია ასახსნელი. მე კი მაქვს ტენდენცია, რომ სულ ავხსნა და ავხსნა, მაგრამ ყველას ესმის დღეს საქართველოში რა ხდება და რას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება იმით, რითაც უნდათ რომ გააჩეროს ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი და ეს სიტუაცია გადააგოროს. მაგრამ ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები და ხალხისთვის საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში, ჩიხში შევალთ. ამიტომ, ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები