იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაზინ ალ-ფარაემ განაცხადა, რომ ბაშარ ასადის გადაყენების შემდეგ, 7250 სირიელი დაბრუნდა სახლში.
მისი თქმით, სირიელების უმრავლესობას ლტოლვილის სტატუსი არ ჰქონდა.
იორდანიაში სირიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი რეგისტრირებულია ლტოლვილად, დანარჩენი კი, კონფლიქტის დაწყებამდე, 2011 წელს შევიდა სახელმწიფოში ოჯახური კავშირების, ქორწინების ან საქმიანი კავშირების მეშვეობით.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს სირიული ქალაქები. მოგვიანებით ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია.