ენტონი ბლინკენი: 2025 წელს უკრაინას ომის შესახებ ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ – რუსეთთან ბრძოლის გაგრძელება, თუ მოლაპარაკება და შეეცადონ, იგი ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანონ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 2025 წელს უკრაინამ უნდა მიიღოს ფუნდამენტური გადაწყვეტილებები – იბრძოლოს ან მოძებნოს გზები მოლაპარაკებისთვის და შეეცადოს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.

„თუ საქმე აქამდე მივა, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს და ტრამპის ადმინისტრაციას აქვთ საუკეთესო შესაძლებლობები, საუკეთესო გარიგების მისაღებად“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ძლიერი პოზიციისთვის, შეერთებულმა შტატებმა იგი ბრძოლის ველზე უნდა გააძლიეროს და რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა განაგრძოს.

„რუსეთი გრძნობს ამ ზეწოლის ტვირთს, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვა ქვეყნებთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში. ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობს, უფრო ძვირი უჯდება და რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე დანაკარგი კოლოსალურად დიდია. პუტინი აგრძელებს ახალგაზრდების ხორცსაკეპ მანქანაში გატარებას“, – თქვა ბლინკენმა.

მისივე თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, ის უნდა იყოს გრძელვადიანი და არა შესვენება და გადამზადება რუსეთისთვის.

„უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ დგას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ის ვერ წაშალეს რუკიდან, ეს არის ის, რისი გაკეთებაც პუტინს სურდა, თუმცა ვერ შეძლო. უკრაინას შეუძლია მყარად იდგეს ფეხზე, ეკონომიკურად, დემოკრატიულად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები