The Guardian: დამასკოში კაპტაგონის “ქარხანა” აღმოაჩინეს
სირიაში, დამასკოს გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც ოფიციალურად საპნის საწარმო უნდა ყოფილიყო, კაპტაგონის მილიონობით აბი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს.
The Guardian-ის ინფორმაციით, 8 დეკემბერს სირიის დედაქალაქისკენ მიმავალი ამბოხებულები კომპლექსში შეიჭრნენ. ქარხანაში იპოვეს პლასტმასისგან დამზადებული “ხილი”, რომლის შიგნით ასობით მცირე ზომის აბი იყო ჩამალული. ამასთან ერთად, ასევე აღმოაჩინეს ყალბი სპილენძის ხვეულები, რომლებიც ნარკოტიკით იყო სავსე და თაბაშირის ფილები, რომელთა შიგნითაც კაპტაგონი იყო ჩალაგებული.
წლების განმავლობაში, მეზობელი სახელმწიფოები ასადის რეჟიმს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპტაგონის წარმოებისა და ექსპორტის ოპერაციების უკან იდგა.