ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი დღეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება, – ამის შესახებ ბერსეტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„პირველ რიგში, დღეს დილით მე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი აზრთა გაცვლას საქართველოს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილსა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ, მთელი დღის განმავლობაში მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან”, – წერს ბერსეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები