“ცესკო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც შესაბამისი ადამიანური რესურსი სჭირდება” – დავით ჩიხელიძე
“ნებისმიერი ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია და პერიოდულად განახლებას საჭიროებს, ცესკოს მიერ დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესში განსაკუთრებული და სკანდალური არაფერია, ცესკო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც შესაბამისი ადამიანური რესურსი სჭირდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაწყებულ რეორგანიზაციას ეხმაურება.
“ცესკოდან გათავისუფლებული ადამიანები მხოლოდ ახლა “მიხვდნენ” რომ დემოკრატია “საფრთხეშია” მათი დიდი ნაწილი ცესკოში წლებია მუშაობს, რაც მათ დღევანდელ პოზიციას კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, მათთან ერთი კითხვა მაქვს 2020-21-24 წლებში ჩატარებულ არჩევნებში ხომ მონაწილეობით? მხოლოდ ახლა აღმოაჩინეთ რომ ცესკო ცუდია? აქამდე კარგი იყო და ერთ დღეში საშინელ ორგანიზაციად გადაიქცა? პასუხი მარტივია, თქვენ საქართველოს ბედი კი არა, საკუთარი ხელფასი გაღელვებთ! ცესკო თქვენს გარეშეც ღირსეულად განაგრძობს მუშაობას, რადგან ცესკოში თქვენ მხოლოდ ორი ფუნქცია გქონდათ, საბოტაჟი და ხელფასის აღება, შესაბამისად თქვენი წასვლა ცესკოსთვის უფრო მეტად სარგებლის მომტანია ვიდრე რაიმე სახის დანაკლისი, თქვენ ხელში ეს ინსტიტუცია კიდევ კარგად მუშაობდა.
პ.ს. დავამატებ, რომ რეორგანიზაციის პროცესში, ცესკო ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პრივილეგიით ვერავინ ვერ ისარგებლებს, მათ შორის ვერც ძირძველი ნაცი”, – წერს ანალიტიკოსი.