ლაშა მესხი: მედიასთან ბრძოლა მხოლოდ პულტით შეიძლება, ეს განუკითხაობა უნდა შეწყდეს

უფლებადამცველი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი – ლაშა მესხი მედიაზე თავდასხმას ემიგრაციიდან ეხმიანება.

“როგორც საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, მინდა, გამოვეხმაურო ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას. მედიასთან ბრძოლის ერთადერთი დაშვებული ხერხი არის პულტი. არ მოგწონს? გაღიზიანებს? გათიშე ან არ უყურო… ყოვლად დაუშვებელი და ამაზრზენია მედიაზე თავდასხმის ნებისმიერი ფაქტი. ეს განუკითხაობა უნდა შეწყდეს!!!მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ჩემს ყოფილ კოლეგებს. მედია ომშიც კი ხელშეუხებელია… უსაფრთხო სამუშაო გარემოს იმსახურებს ყველა ჟურნალისტი”, – წერს მესხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები