მაია ფანჯიკიძე ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, იუოზას ოლეკას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები. ხაზი გაესვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მირ მიღწეულ წარმატებებს, უელსის სამკიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მისი განხორციელების საკითხებს, მათ შორის აღინიშნა ლიტვის როლი საქართველოსთვის ნატოს მიერ შეთავაზებული პაკეტის რეალიზაციაში. ლიტვურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტგერაციის მიმართ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ლიტვის აქტიური თანამშრომლობა საქართველოსთან, „ჩვენ ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი გვქონდა. ლიტვის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ეს ვიზიტი სწორედ ამ თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ემსახურება“- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რეგინში არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები