ძველი თბილისის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით თბილისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ძველი თბილისის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით, თბილისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული ინიციატივა, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრისას წამოაყენა.გოჩა ბაბუნაშვილმა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა საკრებულოს დამოუკედებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს შესთავაზა. ჯგუფში ასევე ჩართულები იქნებიან საკრებულოს სხვა დეპუტატები.
„აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას. ძველ თბილისთან დაკავშირებით გავაკეთებთ მონახაზს და უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავალთ, რაც სამომავლოდ უფრო ეფექტიანს გახდის ისტორიული უბნების იერსახეს,“- აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა, სამუშაო ჯგუფის შექმნა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიმსასალმებელია, როდესაც ხელისუფლება ძველი თბილისის გადარჩენის გზებზე იწყებს ფიქრს.
„ძალიან ცოტას ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ფუნქცია, ხედვა და მისია უნდა ჰქონდეს ფონდს. საკმარისია წარსულზე ლაპარაკი, უნდა დავსახოთ სტრატეგია და მასშტაბურად დავგეგმოთ ძველი თბილისის პრობლემების გადაჭრა. გუდიაშვილის მოედანი არის გამოწვევა ყველასთვის, რათა სიძველეების შენარჩუნებით მიმზიდველი გავხადოთ ბიზნესისთვის ძველი ქალაქი და ამისათვის უნდა შევქმნათ საპილოტე მოდელი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები