მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
სადახლოზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს. როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, “სადახლო – საავტომობილოს” საბაჟო – გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სომხეთიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ. ვ. შემოვიდა, რომლის ავტომანქანის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 412,21 გრ. აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 593,96 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. არადეკლარირებული ოქროს შემოტანა სომხეთის მოქალაქემ ა. დ-მაც სცადა. მას საბაჟო დათვალიერებისას ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 104,03 გრ. აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5808,65 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით 5808,65 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.