ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.
სამუშაოები, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.