მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს
4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს.
მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს.