ლაშა გოჩუაძის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის მირზა გოჩუაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელის, ლაშა ჯიხვაშვილის დაკითხვა დასრულდა.
მოსამართლემ ლაშა ჯიხვაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლაშა ჯიხვაშვილის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. ბრალდებულის დარბაზში შეყვანას გარდაცვლილის ახლობლებისა და ნათესავების პროტესტი მოჰყვა. ხმაურის გამო მანდატურებმა რამდენიმე ადამიანს პროცესი დაატოვებინეს. სხდომის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა მირზა გოჩუაძის მამიდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.პროკურატურამ გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი იმავე დღეს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები