“პრეზიდენტის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ დღეს ინტერვიუ ვერ შედგება და ის შესაძლებელია, დაიგეგმოს სამშაბათს ან ოთხშაბათს” – საზოგადოებრივი მაუწყებელი
“საქართველოს პირველი არხის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, საქართველოს პრეზიდენტს დაეთმოს ეთერი ინტერვიუსთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, მისცეს ინტერვიუ პირველ არხს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“პირველი არხი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განუცხადა, რომ არხი მზად არის, დაუყოვნებლივ მოიწვიოს იგი პირდაპირ ეთერში.
რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ დღეს ინტერვიუ ვერ შედგება და ინტერვიუ შესაძლებელია, დაიგეგმოს სამშაბათს, ან ოთხშაბათს”, – წერია ინფორმაციაში.