თამარ კორძაია: ეს არის პროტესტი იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ეს არის პროტესტი იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი ამ ქვეყანაში. ამ პროტესტმა შედეგი უნდა გამოიღოს იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები არ დათმობენ, გააგდებენ და მაინც ბრუნდებიან, ეს არის ყველაზე მთავარი“,- განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.