საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს X-ზე ეხმაურება.
“ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”,- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციაზე არიან დაშავებულებიც, მათ შორის “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. ჟურნალისტი კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.