საპროტესტო აქციაზე სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, რომელიც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს
პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, რომელიც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.
ადგილზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.