თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც
თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა. ადგილზეა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც.
პარალელურად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. მათ გადაკეტილი აქვთ გზა.
შეგახსენებთ, გუშინ, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.