თბილისის მეტროში მელია დაიჭირეს
თბილისში მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მელია დაიჭირეს. ცხოველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის ცხოველთა თავშესაფარს გადასცეს.
როგორც თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა თათა ლამბრიანიძემ „კვირას“ განუცხადა, მელია ამ დროისთვის თავშესაფარშია გადაყვანილი და სრულიად უსაფრთხოდაა, მას ანტირაბიული ვაქცინაციაც ჩაუტარდა, ლაბორატორიულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მელია სრულიად ჯანმრთელია.
თუ როგორ მოხვდა მეტროში გარეული ცხოველი, ამ დრომდე უცნობი რჩება.